პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
გავრცელებულ ვიდეოში როზა ნარცისოვა აცხადებს, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, ჩვენება ნებაყოფლობით მისცა, თუმცა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიცემული ჩვენების შემდეგ მასზე, საკუთარ ქვეყანაში ზეწოლა ხორციელდება.
მისივე ინფორმაციით რუსეთში გამოკითხვის შემდეგ აიძულეს ჩვენება შეეცვალა.
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის მოწმე აღნიშნავს, რომ ზეწოლა არა მხოლოდ მასზე არამედ კიდევ ერთ მოწმე - იური მიკულსკიზეც მიმდინარეობს.
“ჩემს მეგობარს ილია მიკოლსკის საფრთხე გვემუქრება. იმ მიზეზით, რომ 2025 წლის ბოლოს საქართველოში ჩავედით ჩვენი კეთილი ნებით, რათა ჩვენება მიგვეცა, უფრო სწორად ინფორმაცია მიგვეწოდებინა, რომელსაც ვფლობდით და ასევე დაგვეხასიათებინა კარგი ადამიანი, რადგან ის არა მხოლოდ ნაცნობი, მეგობარი იყო ჩვენი.
ჩავედით საქართველოში, პოლიციაში ჩვენი ნებით მივედით, არავინ გვემუქრებოდა, არავინ გვაიძულებდა. ძალიან პატივისცემით გვესაუბრნენ, თარჯიმანი მოგვიყვანეს და ჩვენ მივეცით ინფორმაცია, რომელსაც ვფლობდით, უფრო ზუსტად იმის შესახებ, როგორც გავიცანით, როგორ ვკონტაქტობდით” - აცხადებს ნარცისოვა.
როზა ნარცისოვას განცხადებით, მუქარა მათზე მას შემდეგ დაიწყო რაც რუსეთში დაბრუნდნენ,მისივე ინფორმაციით გამომძიენელმა რუსეთში ჩასვლა დაუყოვნებლივ მოსთხოვა და უთხრა რომ საქმე ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას უკავშირდებოდა.
“სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო მუქარები ჩვენი მისამართით, ჯერ გამომძიებლებისგან - ჩვენ გამოგვიძახა გამომძიებელმა, ტელეფონში გვითხრა, რომ სწრაფად უნდა ჩავსულიყავით, რადგან დრო შეზღუდული იყო.
ვკითხე, რა მიზეზით, რა მოხდა. მითხრა, რომ რომანოვის წინააღმდეგ ჩვენებას ეხებოდა. მე ვუთხარი, რომ საიდან დაასკვენით, რომ რაიმე ტყუილს ჰქონდა ადგილი? შემდეგ მან წერილი გამოგვიგზავნა, ყველა ჩვენს ნაცნობს და მეგობარს დაურეკა რატომღაც"- ამბობს როზა ნარცისოვა ვიდეო-მიმართვაში.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051