1766319652
მოკლე დროში გვეცოდინება ვინ იქნება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მომავალი 4 წლის განმავლობაში - დავით ასათიანი
უკვე 5 საათია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. კენჭისყრა დილის 10 საათზე დაიწყო. დღეს კენჭს ორი კანდიდატი იყრის.
არჩევნები საღამოს 7 საათისთვის დასრულდება, შედეგები კი 21 საათზე გამოცხადდება.
"პროცესი მეორე ტურის არჩევნების ასევე გამჭვირვალედ და დემოკრატიულად და გაგიკვირდებათ და სასიამოვნო ატმოსფეროში მიმდინარეობს. საღამოს უკვე გვეცოდინება შედეგები. ელექტრონულად, სკანერების მეშვეობით ხდება ხმების დათვლა, 7 საათზე დასრულდება არჩევნები და ძალიან მოკლე დროში გვეცოდინება თუ ვინ იქნება ადვოკატთა ასოციაციის მომავალი თავმჯდომარე მომავალი 4 წლის განმავლობაში", - აცხადებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე დავით ასათიანი.












