ნაპოლეონმა და ჰიტლერმა ვერ დაამარცხეს რუსეთი, მაგრამ კაია კალასს გამოუვა? - ვიქტორ ორბანი

 ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ნაპოლეონსა და ჰიტლერს შეადარა. შესაბამისი განცხადება მან უნგრეთის ქალაქ სზეგედში გამოსვლისას გააკეთა.

„არსებობს დიდი ევროპული ტრადიციები - მაგალითად, რუსეთზე თავდასხმა. ნაპოლეონი თავს დაესხა რუსეთს, ხომ ასეა? ისევე როგორც ჰიტლერი. მათ არაფერი გამოუვიდათ. მაგრამ კაია კალასს გამოუვა?“ - განაცხადა ორბანმა.

მან დასძინა, რომ რუსეთის წინააღმდეგ რაიმე დიდი გეგმა არ არსებობს, მაგრამ ევროპელებს მაინც უნდათ უკრაინაში ომის რუსეთის დასასუსტებლად გამოყენება, რადგან მოსკოვს საფრთხედ მიიჩნევენ.