მოძრაობა იზღუდება! - გზების დეპარტამენტი კადრებს აქვეყნებს

უამინდობა - თოვლი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132- კმ150 (სურამის კვანძი - სოფ. ხევი) მონაკვეთზე, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება.

მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე აღდგება.