აშშ-ის საიდუმლო ექსპერიმენტი - რატომ გაუშვეს კოსმოსში 480 მილიონი ნემსი
1789201514
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მდ. არაგვის ხიდზე ერთ სამოძრაო ზოლზე მოძრაობა ერთი კვირით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე მდ.არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), მიმდინარეობს დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, ერთი კვირის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.