1740399858
მოძღვარი, რომელიც 50 ავადმყოფ ძაღლს უვლის - „5 წელმოწყვეტილია, ზოგს კანის დაავადება ჰქონდა...“

ხაშურში მცხოვრები სასულიერო პირი, მამა სებასტიანე (მეფარიძე) მიუსაფარ ძაღლებს პატრონობს, მკურნალობს და შემდეგ ზოგიერთს, აჩუქებს.
მოძღვარმა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში თქვა, რომ ახლა მასთან 50-მდე ძაღლი იმყოფება და ყველა მათგანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მამა სებასტიანეს ცხოველების მოვლაში ხალხი ეხმარება, ისინი მის ანგარიშზე გარკვეული ოდენობის თანხას რიცხავენ, რაც ცხოველებს გამოკვებისა და მკურნალობისთვის სჭირდებათ.
„300-მდე ძაღლი გაჩუქებული მყავს. მომყავდა, ზოგს მაშინვე ვაჩუქებდი, ზოგს გამოჯანმრთელების შემდეგ. ყველას ჩემი შერჩეული სახელი აქვს. ძაღლებს მარტო ვუვლი... მოფერება ძალიან უყვართ, სულ ვეფერები. მონასტერში კატები და 2 ძაღლი მყავს. ნატანჯი ძაღლები არიან და მკურნალობა ხშირ-ხშირად სჭირდებათ.
15 წელია, რაც მონასტერში მარტო ვარ. მე დავაარსე დედაღვთისას მონასტერი, სოფელ წრომთან ახლოს. აქედან 20 კილომეტრშია, 3 ტაძარი ავაშენე. სულ მყავდა 2,3 ძაღლი. ტაძრების აშენებას რომ მოვრჩი, ნელ-ნელა ქუჩაში ავადმყოფ ძაღლებს ვერ ვტოვებდი, ახლაც ეგრე ვარ.“ - ამბობს მოზღვარი.
ნახეთ ვრცლად↓