მნიშვნელოვანი ინფორმაცია სკოლის მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის

სკოლა

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი დასრულდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები და მშობლები უნდა ფლობდნენ ინფორმაციას, უწევს თუ არა მეთორმეტე კლასელს ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩაბარება.

როგორც ირკვევა მოსწავლე გამოცდას აბარებს, თუ 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში, კონკრეტულ საგანში წლის მანძილზე გაცდენილი აქვს ამ საგნისთვის დათმობილი საათების 30%-ზე მეტი და სწორედ ეს უნდა გადაამოწმოს მშობელმა.

რაც შეეხება გამოცდასთან დაკავშირებულ დეტალებს, როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში აცხადებენ, გამოცდის ჩასაბარებლად პირველ რიგში აუცილებელია მიმართოთ სკოლას, რათა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მოსწავლე დაარეგისტრიროს. ექსტერნად რეგისტრაცია 2026 წლის 21 მაისიდან დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

რაც შეეხება გამოცდას, გამოცდაზე გასვლა შესაძლებელი იქნება 2026 წლის 29 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით. გამოცდა, სავარაუდოდ, ტესტური იქნება და უშუალოდ სკოლაში ჩატარდება.