მნიშვნელოვანი ინფორმაცია მგზავრებისთვის! - საქართველოს რკინიგზა რეისებს ამატებს

რკინიგზა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, რეისებს ამატებს.

მათი ინფორმაციით, რეისები შემდეგ მიმართულებებს დაემატება: თბილისი-ბათუმის და თბილისი-ფოთი.

„აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით მატარებლების რეისებს ამატებს.

მოძრაობის განრიგი იხილეთ ფოტოზე:
 ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
 ჩვენი ვებგვერდის საშუალებით
 ჩვენი აპლიკაციის საშუალებით: 
 საქართველოს რკინიგზის სალაროებში
 საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, - აცხადებენ რკინიგზაში.