CNN: წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც პაკისტანმა ტრამპს ირანისთვის დაწესებული ბოლო ვადის გახანგრძლივება სთხოვა, მალე „კარგი ამბებია“ მოსალოდნელი

აშშ- ირანი

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა მეომარ მხარეებს მოუწოდა, დაიცვან ორკვირიანი ზავი, რათა „დიპლომატიას მიეცეს საშუალება, მიაღწიოს ომის საბოლოო შეწყვეტას“.

მან ასევე სთხოვა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ირანისთვის მიცემული ბოლო ვადა ორი კვირით გადასწიოს, ხოლო ირანს - ამავე პერიოდში გახსნას ჰორმუზის სრუტე.

როგორც ტელეკომპანია CNN იტყობინება, რეგიონულმა წყარომ აღნიშნა, რომ „ორივე მხარისგან მალე კარგი ამბებია მოსალოდნელი“ და დასძინა, რომ მოლაპარაკებებს უშუალოდ პაკისტანის არმიის სარდალი, ფელდმარშალი ასიმ მუნირი ხელმძღვანელობდა.

წყაროს ცნობით, შეთანხმების გაფორმება დღეს ღამით იგეგმება.