1770669889
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
უამინდობის და შეზღუდული ხილვადობის გამო ფარავნის უღელტეხილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.
აღნიშნულ მონაკვეთზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინტენსიური თოვის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გომი- სავანეს მონაკვეთზე, დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მოძრაობა სრულად იკრძალება გუდაური კობის მონაკვეთზეც, მიზეზი გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზვავ საშიშროების საფრთხეა. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.











