1782211315
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აბიტურიენტებს მიმართავს:
„გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ.
კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდის თარიღი ემთხვევა ერთიანი ეროვნული, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდის თარიღს, კანდიდატს შესაძლებლობა აქვს, საგამოცდო დრო შეცვალოს.
ამისათვის აუცილებელია მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ფოსტის მისამართზე - sagency@sa.gov.ge გამოაგზავნოს საგამოცდო ბარათი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.
წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე კანდიდატს გამოცდის ახალი დრო განესაზღვრება“.- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.











