სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი გარდაცვლილი მოსამართლის დალი მეტრეველის შესახებ წერს.
„მხოლოდ ერთხელ შევხვდი, ისიც მცირე დროით და მას შემდეგ დღემდე მომყვება უსაზღვრო სითბო, რომელიც კახეთში კონცერტის ჩასატარებლად ჩასულს დამიტოვა თბილისისკენ მომავალმა საოცარმა ქალბატონმა და გამორჩეულმა პროფესიონალმა, როგორც ყველა, სულ ყველა ამბობს, სამართლიანობის ეტალონმა მოსამართლეთა შორის…
ახლა კი გავიგე მისი იმ ქვეყნად გარდასვლის ამბავი და მინდა მის სულს მარადიული სინათლე და აქ ჩვენს შორის საუკუნო ხსენება ვუსურვო, მთელი გულით და ადამიანური ტკივილით…“, - წერს კომპოზიტორი.