1760126513
„მისი ღვაწლი სკოლის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება...“ - თბილისის N70 საჯარო სკოლა პედაგოგს ემშვიდობება
თბილისის N70 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი — ნათელა მელიშვილი.
ქალბატონი ნათელა წლების განმავლობაში სიყვარულით, სითბოთი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ემსახურებოდა ყველაზე პატარების განათლებასა და აღზრდას. მისთვის მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ ყოფილა, არამედ დაუსრულებელი ზრუნვა, ადამიანობა, მოთმინება და თითოეული ბავშვის გულთან მისასვლელი გზა.
მისი ღვაწლი, სიკეთე და ის სითბო, რომელიც არაერთ თაობას გაუნაწილა, ჩვენი სკოლის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.
ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, კოლეგებსა და მის ყოფილ და მოქმედ მოსწავლეებს.
საუკუნოდ იყოს ხსენება მისი“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.












