1727952555
მისი გადარჩენა ახლა თქვენზეა დამოკიდებული - პატარა ანდრეას დახმარება ესაჭიროება
პატარა ანდრეას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მისთვის ყოველი დღე გადამწყვეტია. 28 კვირის, ჯანმრთელობის პრობლემებით გაჩნდა. მამა დაბადებისთანავე მიატოვა. მარტოხელა დედას შვილის გადარჩენის იმედს არ აძლევდნენ, მაგრამ არ დანებდა. ყველაფერი იღონა, რომ პატარა ანდრეას ეცოცხლა. ახლა ყველა რესურსი ამოწურა და მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედი აქვს.
„არ გამწიროთ, გადამირჩინეთ ჩემი პატარა ანდრეა. მიშველეთ! რა სიტყვებით მოგმართოთ, როგორ მოვიტანოთ თქვენამდე ჩემი ტკივილი, სული მეკვრის ჯოჯოხეთია ჩემი ცხოვრება. აქამდე როგორ მოვედი არ ვიცი, მარტოხელა დედა ვიბრძვი ჩემი შვილის გადასარჩენად… გეხვეწებით დამეხმარეთ.
ანდრეა 28 კვირის იყო რომ გაჩნდა, საქართველოში არანაირ იმედს არ გვაძლევდნენ, არ აქვს ცხვირის მილები განვითარებული, გულის უკმარისობით დაიბადა, ცალი ფილტვის დაზიანება აქვს, სასწრაფოდ ჩემი სახსრებით, გადმოვიყვანე გერმანიაში. მეგობრები მყავს აქ, ისინი დამეხმარნენ. მამამ დაბადებისთანავე მიატოვა… როგორც კი გაიგო რა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული მისი ჯანმრთელობა. ახლა კიდე 3000 ევროს გამო შეიძლება ჩემი ბიჭი კლინიკიდან გამოუშვან… რა გავაკეთო არ ვიცი, როგორ მოვიქცე 11 000 ლარის გამო, შეიძლება უკან გამოგვაბრუნონ და საერთოდ უიმედოდ დამტოვონ. გეხვეწებით, ვინც ნახავთ ამ პოსტს დამეხმაროთ მისი სიცოცხლე თქვენზეა დამოკიდებული ძალიან გთხოვთ.“ - წერს ანდრეას დედა.
საქართველოს ბანკი: GE61BG0000000161146103
თიბისი ბანკი: GE89TB7134945068100010
მიმღები: მარიამი ლომიძე
ვაიბერი : 574 15 11 98