„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
გაიცანით 89 წლის მეეზოვე - ულამაზესი ლამარა ვარადაშვილი მზიურის პარკიდან, რომელმაც დასუფთავების სამსახურში მუშაობის დაწყება 80 წლის ასაკში გადაწყვიტა.
ქალბატონთან ინტერვიუ გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ჟურნალისტმა ჩაწერა.
ლამარა ვარადაშვილი, დილით ადრე დგება, რომ მზიურის პარკი დაასუფთავოს. მიუხედავად იმისა, რომ დილით ძალიან ადრე დგება, ყოველთვის ასწრებს თავი მოიწესრიგოს და გაიპრანჭოს.
„ახალგაზრდობა სულ სხვაა. სიბერე ძნელია, მაგრამ არ უნდა შეუშინდე სიბერეს. მე ყოველთვის ვცდილობ დეპრესიაში არ ჩავვარდე. უშრომელად არ შემიძლია არცერთი დღე. შრომაში გავიზარდე, 14 წლიდან ვშრომობ და ასე ვარ დღემდე.
ჩემი ტერიტორია, რომელსაც მე ვასუფთავებ, ყოველთვის დაკრიალებულია. მიყვარს სისუფთავე. მე თვითონაც სულ მოწესრიგებული და ლამაზი ვარ. ისე არსად გავალ, სუნამოს სურნელი თუ არ ამდის. კოსმეტიკა სამსახურშიც დამაქვს. ვთქვათ, პომადა წამეშალა საჭმლის დროს, ხომ უნდა მქონდეს თან. ამის გარეშე მე არ შემიძლია.
მძიმე ბავშვობა მქონდა. არაფერი გაგვაჩნდა. სკოლაში მასწავლებლები მჩუქნიდნენ ტანსაცმელს. სულ მშიერი ვიყავი...
გავთხოვდი 30 წლის ასაკში. სანამ შვილი შემეძინებოდა, ქმარი წავიდა ჩემგან. დავრჩი მარტო. სრულიად მარტომ გავზარდე შვილი, მაგრამ ხელი არასდროს ჩამიქნევია...
ყოველ დილით ვევედრები უფალს, რომ მე ხომ გაჭირვებული ვიყავი, ჩემი შვილიშვილები მაინც იყვნენ ბედნიერები...
მინდა რომ ცურვაზე ვიარო, ამბობენ ხერხემლისთვის კარგიაო და მინდა რომ ლამაზი წავიდე ამ ქვეყნიდან.