მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ქვეყანას - ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას სამინისტროს ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, წლების განმავლობაში უწყების მიერ მიღწეული წარმატებები სწორედ პოლიციელების შრომის შედეგია.

„დასასრულს, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ წლების განმავლობაში მიღწეული წარმატებები არის ამ ადამიანების, თითოეული მათგანის დამსახურება.“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.