„მინდა კვერცხუჯრედი გავყინო, გავხდე სტუდენტი, თუ მომინდება, თეთრ კაბასაც ჩავიცვამ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი

მხოლოდ კონვერტზე გასატანად.

„მინდა კვერცხუჯრედი გავყინო, გავხდე სტუდენტი, თუ მომინდება, თეთრ კაბასაც ჩავიცვამ...“ - ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემაში „ახალი თინა“ ისაუბრა.

„37 წლის ასაკში მეგონა რომ ცხოვრება დასრულდა, მეგონა როგორც ქალს ფუნქცია აღარ მქონდა, მეგონა არცერთ მამაკაცს ჩემთან პარტნიორობა აღარ მოუნდებოდა. მეგონა, რომ აღარასოდეს აღარ მეყვარებოდა. 

ეს განაპირობა არა ციფრმა, არამედ პირადი ცხოვრების ნგრევამ. 37 წლის ასაკში, რომ კარგავ ადამიანს, რომელზეც მთელი შენი ემოციური ცხოვრება დააშენე, ემოციურად დაშენდი მასზე და უცებ აღმოაჩენ, რომ ეს კაცი აღარ გყავს გგონია, რომ გაკოტრდი. ჩვენ ვეძებთ, რომ ჩვენ ვართ ცუდები, ჩვენშია პრობლემა...“, - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.  

ნახეთ ვიდეო ⇓