მიმდინარე წლის სამ თვეში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმებულია საზკვების 600-ზე მეტი ობიექტი

მიმდინარე წლის სამ თვეში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმებულია საზკვების 600-ზე მეტი ობიექტი

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლს ააქტიურებს. შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სურსათის ეტიკეტირებას, მიკვლევადობას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

სააგენტოს ინსპექტორებმა, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს მასშტაბით შეამოწმეს საზკვების 600-ზე მეტი ობიექტი, მათ შორის, თბილისში სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 200-მდე  ბიზნესოპერატორთან; 24 ობიექტში, მათ შორის თბილისში - 14-ში,  გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე. გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

გარდა ამისა,  დოკუმენტური შემოწმების შედეგად დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევის შემთხვევები, ვადაგასული სურსათი; ბიზნესოპერატორებს დაევალათ შესაბამისი ღონისძიებების გატარება. მითითებების შესრულებასა და სურსათის განადგურებაზე  ზედამხედველობა სააგენტოს ინსპექტორებმა განახორციელეს.

სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტად ახორციელებს საზკვების ობიექტების კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, ტურისტებით დატვირთულ რეგიონებში. შედეგების შესახებ საზოგადოება რეგულარულად არის ინფორმირებული.