„დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი...“ - კოტე მახარაძის შვილი, ბაია მახარაძე გარდაიცვალა
1794207930
კრაკოვში შემზარავ თავდასხმას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ პოლონელ ხალხს ამ მძიმე დანაკარგს და თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო ამ მძიმე წუთებში პოლონეთის გვერდით დგას.
„კრაკოვში შემზარავ თავდასხმას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ პოლონელ ხალხს ამ მძიმე დანაკარგს და თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. საქართველო ამ მძიმე წუთებში პოლონეთის გვერდით დგას“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მამაკაცმა ავტომობილიდან გამვლელების მიმართ ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა 16 ადამიანი. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი 24 წლის პოლონეთის მოქალაქეა.