ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა და როგორია მისი მდგომარეობა
1795158379
გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ფონიჭალაში დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეძრა. განსაკუთრებით მიმძიმს, რომ აფეთქებას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აცხადებს პრეზიდენტი.
ამასთან, ყაველაშვილი სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს მადლობას უხდის.
„მადლობა სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს პროფესიული პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის – მათ მიერ გადარჩენილი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლისთვის. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის სამსახურებს და ყველას, ვინც ჩართული იყო სამძებრო სამუშაოებში. მადლობა ექიმებს, რომლებიც დაშავებულთა სრულ გამოჯანმრთელებაზე ზრუნავენ. ჩვენი ქვეყნისთვის ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო გლოვობს დიდ დანაკარგს“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.