VIDEO: „ბოდიში, მაგრამ აღარ შემიძლია...“ - რატომ გავიდა თიკა ფაცაცია გადაცემის ჩაწერიდან
1701461549
საქართველოს ცაში თითქმის ორსაათიანი ფრენის შემდეგ ქუთაისიდან პარიზში გაფრენილი თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას აეროპორტიდან მიაწოდეს.
არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როცა შეიტყო, რომ აფრენის შემდეგ ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა. ქუთაისიდან თვითმფრინავი 17:24 საათზე აფრინდა და დაახლოებით 19:05 საათზე დაჯდა - მთელი ამ დროის განმავლობაში ავია ხომალდი საქართველოს ცაში დაფრინავდა.
როდის წაიყვანს ქუთაისიდან პარიზში Wizz Air-ი მგზავრებს, ზუსტი დრო უცნობია. აეროპორტში ამბობენ, რომ თვითმფრინავს აფრენა ნახევარ საათში შეეძლება.