„მგონია ცარიელი ჩამოვედი... გული დამრჩა“ - ნიკა ქაცარიძის მეუღლე

nika

მსახიობ ნიკა ქაცარიძის გარდაცვალება დღემდე მოუშუშებელი ჭრილობაა ყველასთვის. მისი ახლობლების, მეგობრების, კოლეგებისა და საზოგადოებისთვის. ნიკა იანვარში გარდაიცვალა.  მიზეზად გულის შეტავა დასახელდა.

მსახიობის მეუღლე, ნინო ბერიძე ხშირად იგონებს ნიკასთან გატარებულ ბედნიერ დღეებს და საზოგადოებას თავის განცდებს სოციალურ ქსელში უზიარებს. დღესაც, როგორც გაირკვა პირველად ჩავიდა სოფელში მეუღლის გარეშე...

„ჩამოვედი, მაგრამ მგონია, ცარიელი წამოვედი სოფელში, ასე მგონია, გული დამრჩა... უშენოდ ყველაფერმა ფასი დაკარგა“, - წერს სოცქსელში ნინო ბერიძე.

ნიკა ქაცარიძეს განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ "შუა ქალაქში" და "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებულმა როლებმა მოუტანა.