„მეტი რა ლეგენდა უნდა არსებობდეს, როდესაც მგლის ლეკვი ჩვენს პატრიარქს ხელებს ულოკავს...“ - პატრიარქის და მგლის ლეკვის საოცარი ისტორია

ვრცელდება პატრიარქის კურთხევა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება და მასთან დაკავშირებით ემოციურ ისტორიებს იხსენებენ. ფოლკლორისტი, ეთერ თათარაიძე, რომელიც გადაცემაში პატრიარქის და მგლის ლეკვის ისტორიის შესახებ ჰყვება.

„ჰყვებოდა პატრიარქი, რომ მთელი ზამთარი ტანჯვით გაატარა და სთხოვა, იორამს გაზაფხულზე რომ ჩამოვიდა ეს ლეკვი წაეყვანა და ბუნებაში გაეშვა. ერთხელაც, როდესაც სნოში აბრძანდა პატრიარქი, იორამის სახლთან გაუვლია და დაუნახავს, ბადეში დამწყვდეული მგელი.

გვიყვება - მივედი ბადესთან ახლოს და დაველაპარაკე: შენ ისევ აქ ჰყავხარ, ამდენი ხანი არ გაგიშვა, ისევ ტყვეობაში ხარ-მეთქი? და დაუფიქრებლად შევყავი თითები ბადეში; მომიახლოვდაო და თითებზე ლოკვა დამიწყოო. ეტყობა, ხმა და მადლი ჰქონდა ჩარჩენილი. ამას პატრიარქი ცრემლიანი თვალებით გვიყვებოდა“, - ამბობს ფოლკლორისტი.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.