მესტიის მუნიციპალიტეტის მერია სამძიმრის წერილს აქვეყნებს

გლოვა

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია სამძიმრის წერილს აქვეყნებს: 

"მწვერვალ უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაიღუპა  ალპინისტი და საერთაშორისო სამთო გამყოლი ნიკოლოზ (ნიკო) ფალიანი.

ვუსამძიმრებთ ნიკოს ოჯახს, მის მეგობრებს, მესტიას და სრულიად საქართველოს ამ დიდ დანაკლისს! ნიკოლოზ ფალიანს დიდი წვლილი მიუძღვის მესტიის მუნიციპალიტეტში ტურიზმის სფეროს განვითარებაში.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილი ღონისძიება გააუქმოს",-ნათქვამია განცხადებაში.

ნიკო ფალიანი, გუშინ ტრაგიკულად დაიღუპა.