26 იანვრიდან კანონში ცვლილებები შედის! - ვის შეეხება ახალი რეგულაცია
1769253400
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, როგორც ქვეყნის ეროვნულმა საზღვაო ორგანომ, ნათია ლაბაძეს კაპიტნის წოდება მიანიჭა.
სააგენტო წერს, რომ ნათია ლაბაძე გახდა პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში. ნათია ლაბაძე ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ამჟამად იგი კონტეინერმზიდ გემზე კაპიტნის თანაშემწედ მუშაობს და მზად არის, ჩაიბაროს გემის კაპიტნის პოზიცია და ეკიპაჟის ხელმძღვანელობა. ნაოსნობის პირველ ქალ კაპიტანს „პირველი არხი“ ესაუბრა:
„მეოთხე კლასში ვიყავი, როცა ჩემს რვეულზე დავაწერე – მე მინდა, გამოვიდე კაპიტანი… მე რომ ჩავაბარე, იმ წელს დართეს ნება ქალებს, რომ მოხვედრილიყვნენ ნავიგაციის ფაკულტეტზე, 121 ვიყავით კურსზე და აქედან ერთადერთი გოგო მე ვიყავი. ყველა მიყურებდა ეს ვინ არის აქ რა უნდაო… ისე ვისწავლე და დავამთავრე 4 წელი, რომ არანაკლები ვიყავი ბიჭებზე“ – ამბობს ნათია ლაბაძე