„მეხის გავარდნას ჰგავდა შენი ამბავი...“ - ქუთაისში, 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ნიკა

ქუთაისში 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. 

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. 

მისივე ცნობით, ახალგაზრდა ბიჭს გული გაუჩერდა.

„გარდაიცვალა დედისერთა ემიგრანტის შვილი გლოვობს ჩემი ქუთაისი საფიჩხია 26 წლის ნიკა თანდიაშვილი (13 მაისს გახდებოდა 27 წლის) საბერძნეთის ათენის ემიგრანტი დედა გამწარდა ისევ…

მონატრებული შვილი… მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო ნიკა.

გლოვა ჩამოსახლდა ჩვენს ბედნიერ ოჯახში. უსასრულო მოლოდინს, გაუსაძლის მონატრებას და ტკივილს, შენი სახელი ჰქვია!

ჩვენს გულში დიდ და მწარე ტკივილად დარჩი, დედის იმედო… ძალიან მწარეა რეალობა, იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, თავი სიზმარში მგონია.შეწყდა შენი ცხოვრება ამ ქვეყანაში…“, - წერს შოთო სიხარულიძე.