ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
1752090073
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ია შუღლიაშვილი ქართველი ხალხის საყვარელი კომპოზიტორის, ინოლა გურგულიას, ქალიშვილია, მამაც ცნობილი კომპოზიტორი იყო. გოგონა ბავშვობიდან ზღაპრული მელოდიებით გაიზარდა.
იამ ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედი დაამთავრა. კონსერვატორიაში აბარებდა, როცა შეიტყო, რომ თურმე დედას უნდოდა, ია მსახიობი გამოსულიყო, ამიტომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. მარჯანიშვილის თეატრში ინსტიტუტის დამთავრებიდან დღემდე უამრავ სპექტაკლში ითამაშა. კინოს სამყაროში მოგვიანებით შეაბიჯა.
როგორც ია შუღლიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნავს, მასზე დედამ, ინოლა გურგულიამ დიდი გავლენა იქონია:
„ყოველთვის მიჭირს დედაზე საუბარი, იგი ყოველთვის მახსოვს და სულ მის ირგვლივ ვტრიალებ, არასდროს დამცილებია, მუდმივად ჩემთან არის. ძალიან მახარებს, რომ მისი სიმღერები უყვართ და დღეს ახალგაზრდები ასრულებენ.
სიმღერა დაბადებიდან დაგვყვა მე და ჩემს ძმებს, ამის გარეშე ჩვენი ოჯახი არ არსებობდა. ხუმრობით ვამბობ ხოლმე, რომ ზედმეტი დოზით იყო სიმღერა ჩვენს ოჯახში. მე მეგონა, ყველა ოჯახში ასე ხდებოდა. არც არის გასაკვირი, ქართველებს ხომ ძალიან გვიყვარს და გვეხერხება სიმღერა. ჩვენთან შეიძლება ცოტა უფრო მეტი და ცოტა მეტად პროფესიონალურად იყო.
უფროსი შვილი უკვე 34 წლის არის, დაოჯახებულია, ორი შვილიშვილის ბებია ვარ, ცალკე ცხოვრობენ. პროფესიით ეკონომისტია, მაგრამ გენეტიკას ვერ გაექცა და მუსიკოსობა არჩია. მღერის კიდეც, თავისი სტუდია აქვს, მუსიკას წერს ფილმებისთვის, არანჟირებას აკეთებს, უყვარს თავისი საქმე და ჩვენ დაუხმარებლად ახერხებს ცხოვრებას.
პატარა 17 წლის არის, მეთორმეტეკლასელია, ხატავს კარგად და სამხატვრო აკადემიაში აპირებს ჩაბარებას. მე და ჩემს მეუღლეს დიდი ძალისხმევა არ გვჭირდება, რადგან კარგად ვუგებთ ერთმანეთს, პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრებს და ერთობლივად ვუძღვებით ოჯახს.
ასაკს ვერსად გაექცევი, ამიტომ ხშირად გაიღიმეთ არა მხოლოდ ტუჩებით, არამედ გულით და აუცილებლად იქნებით მომხიბვლელი” - ამბობს ია შუღლიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას.