დონალდ ტრამპი უკრაინისთვის „პატრიოტის“ ტიპის რაკეტების გაგზავნას განიხილავს

დონალდ ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტი განიხილავს უკრაინისთვის „პატრიოტის“ ტიპის რაკეტების გაგზავნას. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, ეს რაკეტები ქვეყანას თავდაცვისთვის სჭირდება.

„მათ სურთ ეს. მათ ითხოვეს. ძალიან ძვირი სისტემაა. სამწუხაროა, რომ ამდენი ფული უნდა დავხარჯოთ ომში, რომელიც არასდროს მოხდებოდა ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში. ეს საშინელი ომია. იცით, როცა ასეთ სისტემაზე ლაპარაკობთ, უმაღლესი ტექნოლოგიების, უზარმაზარი ფულის შესახებ, ისინი ამას ითხოვენ, რადგან სიკვდილის თავიდან აცილება სურთ. მათ ძალიან ძლიერად ურტყამენ. ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ ამას“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტმა ამერიკის პრეზიდენტს ასევე ჰკითხა, რა რეაქცია აქვს გასულ ღამეს უკრაინაზე მიტანილი მასიური იერიშის შესახებ.

„მე ბედნიერი არ ვარ იმით, რაც ხდება. ეს ომია, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. ეს ახლა არ უნდა ხდებოდეს. ისინი ახლა კარგავენ, ვამბობდი 5 000-ს ადამიანს, ახლა 7 000-მდე გაიზარდა. დაფიქრდით, 7 000 ადამიანი კვირაში ორივე მხრიდან“, – უპასუხა ტრამპმა.