გამოქვეყნდა ოჯახების სია, რომლებსაც სახელმწიფო სახლებს შეუსყიდის
1749215304
მედიაწიგნიერების სწავლება, პროცესში მასწავლებლების როლი და პრაქტიკული მიდგომები - ამ თემაზე კონფერენცია, თბილისის შემდეგ, უკვე ქუთაისში ჩატარდა. აქცენტი გაკეთდა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების თვალსაზრისით მიღწეულ შედეგებსა და შემეცნებით აქტივობებზე, რომელთა მეშვეობით მოსწავლეები მედია-გზავნილების გაფილტვრას, დეზინფორმაციის აღმოჩენასა და კიბერ-საფრთხეების თავიდან არიდებას სწავლობენ.
შეხვედრის ორგანიზატორი, "კომკომთან" ერთად, განათლების სამინისტრო და გაეროს ბავშვთა ფონდია.