„ვნანობ, რადგან ბიჭები გაიზარდნენ ისე, რომ ჩემს გვერდით არ იყვნენ… არაფერი არ ღირს იმად, რომ ეგრე იცხოვრო” - პანჩო 

პანჩო

„რუსთავი2“-ის გადაცემა, „ფარულ კონვერტში“, მომღერალი პანჩო ნარკოდამოკიდებულებაზე საუბრობს.

„ხან ვიყავი ნარკოდამოკიდებული, ხან არა, მაშინ სხვა დრო იყო, სხვა ნარკოტიკი იყო. ახლა დავბერდი, ალბათ ახლა, რომ გავიკეთო, ვეღარც გამაცოცხლებენ.

დამიჭირეს ნარკოტიკზე და ციხე აღმოჩნდა ის ადგილი, სადაც მოვხდი თუ არა, იმ წამსვე ტვინში გადატრიალება მოხდა. თერთმეტი თვე ვიყავი და იქ გადავრჩი, ციხე არის ადგილი, სადაც ადამიანი ფიქრობს.

მე ვნანობ, რადგან ბიჭები გაიზარდნენ ისე, რომ ჩემს გვერდით არ იყვნენ… არაფერი არ ღირს იმად, რომ ეგრე იცხოვრო“, - აცხადებს პანჩო.