პუტინი: რუსეთს ევროკავშირის დაშლა არ სურს და დაინტერესებულია ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობით
1790878500
მსახიობი თამუნა მდივანი, რომელსაც წელიწადნახევრის წინ, თავს უდიდესი ტრაგედია დაატყდა და ვაჟი გარდაეცვალა, თავის გამომწერებს, პერიოდულად, მამოტივირებელ გზავნილებს აწვდის.
ამჯერად, თავისი ვიდეოთი, ადამიანებს ცხოვრების გაგრძელებისკენ და კარგად ყოფნისკენ მოუწოდებს.
„ასეთი კითხვა მაქვს ჩემს თავთან - გავწირავ თუ არა სიცოცხლეს ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის? რა თქმა უნდა, იმ წუთში მოდის პასუხი - კი! რომ შემეძლოს, ერთი წამი არ დავფიქრდებოდი და გიორგის გავუცვლიდი ადგილს.
მეორე კითხვა მაქვს, ისევ საკუთარ თავთან: შემიძლია თუ არა გავაგრძელო სიცოცხლე ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის სრულფასოვნად?
რომელი უფრო ძნელია?
სიცოცხლის დასრულება წამებში ხდება. სიცოცხლე რომ საყვარელი ადამიანებისთვის გააგრძელო და შენი თავის საუკეთესო ვერსია იყო - დედა, რომელიც შვილებს აბედნიერებს, მეუღლე, რომელიც მეუღლეს აბედნიერებს, მე მგონი, უფრო რთულია.
ნებისმიერ ვარიანტში, რაც არ უნდა ხდებოდეს, უნდა ავირჩიოთ სიცოცხლე, სიცოცხლის გაგრძელება. იმიტომ რომ მე უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს ჩემი ოჯახის წევრების, შვილების, მეუღლის მიმართ. ისინი, ყველა, გამადიდებელი შუშით მიყურებენ და მაკვირდებიან, აბა, როგორ ვარ?!
ამიტომ უნდა ვიყო კარგად. უნდა ვიყო კარგად! უნდა ვიყოთ კარგად! სხვა გზა არ არის“- ამბობს თამუნა მდივანი.
ნახეთ, ვიდეო:
@tamunamdivani7 აუცილებლად უნდა ავირჩიოთ ცხოვრების გაგრძელება,რაც არ უნდა რთული იყოს!❤️მიყვარხართ❤️
♬ original sound - თამუნა მდივანი