პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჟურნალისტი ირმა კახურაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ.
ჟურნალისტი ბოლო პერიოდის განმავლობაში თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა. ის 52 წლის იყო.
„ოქროსფერ შემოდგომას გაჰყვა ოქროსფერი ირმა... ახლა უკვე მგონია, რომ გუშინ ერთად შევაღეთ რედაქციის კარი. მერე... გავიდა წლები... სულ რომ გახსოვს ან გახსენდება... ნიჭიერი, თითქოს მორცხვი, თავმდაბალი... და ოქროსფერი... წლების მერე შეხვედრა... საკრალური რომ გინდა იყოს და ებღაუჭები... მე მჯეროდა სასწაულის... არ მომიტყუებიხარ... მე და ოლიკო შევასრულებთ პირობას...უშენოდ... ნეტა, როდის გავხდით ამხელები, წასვლა რომ შეიძლება...“,-წერს მეგობარი.
„პრაიმტაიმი“ მწუხარებას გამოთქვამს ირმა კახურაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს კოლეგებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.