მე-11 დღეა, თბილისში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ

დაკარგული

მე-11 დღეა, თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, - ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ:

„მეგობრებო, მე-11 დღეა, 25 აპრილიდან გაუჩინარებულია თორნიკე დალაქიშვილი. ოჯახთან და მეგობრებთან არ არის კონტაქტზე, არ ვიცით სადაა ან სად შეიძლება იყოს. პოლიცია საქმის კურსშია და ეძებს, მაგრამ კვალზე ვერ გადიან.  გთხოვთ გაავრცელეთ, იქნებ ვინმემ სადმე ნახოს და ვიპოვოთ.თუ ნახავთ ან ამ დღეების განმავლობაში სადმე ნახეთ გთხოვთ მომწერეთ ან დამირეკეთ 595998861“