მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
"კურიერი P.S.-ის" გამოკითხვა ადასტურებს, რომ ახალგაზრდების უმეტესობა საკუთარ პროფესიულ მომავალს სტომატოლოგიურ კაბინეტში, საოპერაციო მაგიდასთან, სასამართლო დარბაზში ან მსხვილი კომპანიის მენეჯერის პოზიციაზე ხედავს. წლების განმავლობაში ე.წ. პრესტიჟულ სპეციალობებზე სტუდენტების დიდმა ნაკადმა შრომით ბაზარზე კრიტიკული დისბალანსი შექმნა. მაგალითად, ყოველწლიურად იურიდიულ ფაკულტეტზე 3600-მდე სტუდენტი ირიცხება, მაშინ როცა ქვეყანაში წლის განმავლობაში მხოლოდ 600 იურისტის დასაქმებაა შესაძლებელი. უამრავი კურსდამთავრებული, უნივერსიტეტის დიპლომით ხელში, საბოლოოდ, ან შრომითი ბაზრის მიღმა რჩება, ან საქმიანობას სხვა სფეროში აგრძელებს.
სანამ აუდიტორიები მომავალი იურისტებით, ექიმებითა და ეკონომისტებით ივსება, კადრების მწვავე დეფიციტია სხვა სფეროებში. შრომითი ბაზრის კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება პროფესიონალი პედაგოგები, ექთნები, ბებიაქალები, სოციალური მუშაკები, მშენებლობის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის სპეციალისტები. სხვადასხვა სფეროში პროფესიონალი კადრების დეფიციტზე დამსაქმებლებიც საუბრობენ.
შრომით ბაზარზე შესაბამისი კადრების დისბალანსმა იმდენად მასშტაბური სახე მიიღო, რომ საკითხი მთავრობის დღის წესრიგში დადგა. სწორედ ხელისუფლების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაუდო საფუძველი სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტირების ახალ სისტემას. მიზანი პროფესიონალი კადრების მომზადება და, შესაბამისად, დასაქმების მაჩვენებლის ზრდაა.
შრომის ბაზრის კვლევა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ციფრები არ არის - სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ დოკუმენტმა წლების განმავლობაში არსებული სერიოზული გამოწვევა ყველასთვის ნათელი გახადა. განათლების რეფორმამ ახლა სწორედ შრომითი ბაზრის მოთხოვნებს უნდა უპასუხოს.
პროფესიონალი კადრების დასაქმების ხელშეწყობა და დიპლომიანი უმუშევრების რაოდენობის შემცირება - მთავრობის ამ გეგმას უმაღლესი სასწავლებლების დიდი ნაწილი დადებითად შეხვდა. ვარაუდობენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები დეფიციტურ პროფესიებში კონკურენციისა და ანაზღაურების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.
სახელმწიფო სპეციალობების კვოტირებას იწყებს, თუმცა ახლა მთავარი კითხვაა - შეძლებს თუ არა ადმინისტრაციული ცვლილება საზოგადოების მენტალიტეტის შეცვლასაც და დააბრუნებს თუ არა პრესტიჟს იქ, სადაც რეალური საქმე კეთდება.
2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1772392976