მასშტაბური სპეცოპერაციის დროს ნარკოდანაშაულის ფაქტზე 22 პირი დააკავეს - რა ჩანს ფარულად გადაღებულ ვიდეომასალაში

პოლიცია

ფარული აუდიო და ვიდეო მასალა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე საკონტროლო შესყიდვის დროს გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ყიდიან ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს.

ნარკოდანაშაულის ფაქტზე სულ 22 პირია დაკავებული, მათგან 12-ს კი გამოძიება რეალიზაციას ედავება. ბრალდებულებს შორის არიან საქართველოს, ბელარუსის, უკრაინის, იორდანიისა და თურქეთის მოქალაქეები. ნაწილი წარსულში ნასამართლევია.

ჰეროინი, ექსტაზი, მეტადონი, სუბოტექსი - ეს იმ ნარკოტიკული საშუალებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღეს. საქმეში მტკიცებულებების სახით დევს, ელექტრო სასწორები და სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხაც.

"კურიერი" დღეს დაკავებულების ადვოკატებსაც ესაუბრა. ბრალდებულთა ნაწილი დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს, ნაწილი კი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

ნარკოდანაშაულის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.