ნანგრევებიდან 3 ადამიანი გამოიყვანეს - ახალი დეტალები ფონიჭალიდან, სადაც აფეთქება მოხდა
1795068841
ამ ეტაპზე ნანგრევებიდან მაშველებმა სამი პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
უსაფრთხოების მიზნით, სამაშველო ჯგუფებმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.
ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ადგილზე ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები.