1693080603
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდები შეფერხებით ტარდება - მომსახურების სააგენტო

დიდთოვლობის გამო ამ ეტაპზე მომსახურების სააგენტოს რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულში სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები შეფერხებით ტარდება, – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.
მათივე ცნობით, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
„ოზურგეთსა და ბათუმში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპები დროებით შეჩერებულია.
თელავში A1, A2 ქვეკატეგორიის შიდა პრაქტიკული გამოცდა (მოედანი), ასევე C კატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი დროებით შეჩერებულია.
ახალქალაქში კანდიდატები 14:00 საათიდან შეძლებენ პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლას.
გაცნობებთ, რომ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე ჩაწერილი კანდიდატების მიმართ დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება და გადახდილი თანხა სრულად შეუნარჩუნდებათ. კანდიდატებს გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღის შესახებ დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად ეცნობებათ. გაითვალისწინეთ, დიდთოვლობის გამო, შესაძლოა, სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებშიც საგამოცდო პროცესი შეფერხდეს. გთხოვთ, გამოცდაზე გასვლამდე დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 1272“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.