საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სტიქიური უბედურებიდან მეთხუთმეტე დღეს მაშველების მიერ კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. ცხედარი, სავარაუდოდ, ზრდასრულ კაცს ეკუთვნის.
ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, 27 დაღუპულიდან 23 იდენტიფიცირებულია. ეძებენ 6 ადამიანს.
„მართლაც რამდენი შეგძლებიათ შიშველი ხელებით“, ღმერთმა დაგლოცოთ და დაგაბრუნოთ მშვიდობით თქვენს ოჯახებში“,ამხნევებენ მოქალაქეები მაშველებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრში ფაქტობრივად უკვე დასრულებულია დამეწყრილი ტერიტორიის გადამოწმება.
„დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშაოების გაფართოება. 25 კილომეტრში სტიქიის ეპიცენტრიდან, მაშველების მიერ ნანახი იქნა ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში, გუშინაც აღვნიშნე, რომ სწორედაც მაგას მოიცავს ამხელა მონაკვეთზე პატრულირება და მონიტორინგი.
ამ ეტაპზე მდინარის კალაპოტში მაქსიმალური მუშაობა მიდის მძიმე ტექნიკით. ნიადაგმა მოგვცა საშუალება გარკვეულ ლოკაციებზე, დაახლოებით 2 მეტრის სიღრმის ქვემოთ უკვე წყალი შეინიშნება და ვფიქრობთ, რომ სიღრმე სადაც შეიძლება ვეძებოთ ეს არის 1.5 – 2 მეტრი. ამბროლაურამდე გვაქვს განაწილებული სექტორები, რაც 18 სექტორს მოიცავს. სამუშაოები უშუალოდ ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს კილომეტრნახევრიან პერიმეტრზე სტიქიის ეპიცენტრიდან“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.