პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„მარნეულის ერთ სოფელში 30 წლამდე გოგოს თმა გაპარსეს და პატარა შვილთან ერთად გაუშვეს მამის სახლში“, ამის შესახებ უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა წერს და ამბობს, რომ აღარ ეგონა, თუ დღეს კიდევ მსგავსი ფაქტები ხდებოდა.
„ვფიქრობდი, რომ ხანუმ ჯეირანოვას შემთხვევის შემდეგ მსგავსი რამ არ მოხდებოდა. დღეს მომწერეს მარნეულის სოფელ თაზაქენდიდან 30 წლამდე გოგოს თმა გაპარსეს და პატარა შვილთან გაუშვეს მამის სახლში. თურმე გოგო თავის დროზე იძულებითი ქორწინების მსხვერპლი ყოფილა. მას ბიძაშვილთან ჰქონია ურთიერთობა და ქმარმა რომ გაიგო ეს ამბავი, თმა გაიპარსა ცოლს.
ამბობენ მეორე ბიჭი სავადმყოფაშიაო, სუიციდი სცადა მომხდარი ფაქტის გამო. ახლა ყველა გოგოს აბრალებს, მაგრამ ელემენტარული რამე არ ესმით, რომ მას არ მისცეს არჩევანის უფლება და გაათხოვეს მისი ნებართვის გარეშე…და შედეგი …“- წერს სამირა.