განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1787339401
სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში, მობილობის უფლება ეძლევათ, ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
ცვლილების მიხედვით, 2026-27 სასწავლო წლისთვის განისაზღვრა საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტთა რაოდენობა.
სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
"უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, კვლავ მიმდინარეობს სტუდენტზე ორიენტირებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება.საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს სტუდენტთა ხელშეწყობა და მათთვის სწავლაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. სწორედ ასეთ ერთ-ერთ ღონისძიებას წარმოადგენს ბოლო დროინდელი, ივლისის თვეში განხორციელებული ცვლილება, ეგრეთ წოდებულ მობილობის წესში.მობილობის წესში შესული ცვლილება მიმართება იმ სტუდენტებს, ვინც თავიანთი სტატუსი შეიჩერეს იმგვარად, რომ ესე იგი არ აქვთ სწავლის ერთწლიანი გამოცდილება და მათი ფაკულტეტი, მათი მიმართულება, საგანმანათლებლო პროგრამა ეგრეთ წოდებულ მილევად რეჟიმშია", - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ქებურიამ.