1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე თბილისის 50-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. მანდატურის სამსახურის უფროსმა მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და ბედნიერი, ნათელი და წარმატებული მომავალი უსურვა.
ღონისძიებას ევროპის საბჭოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ბოლო წლების განმავლობაში, მჭიდროდ თანამშრომლობს.

კვირეულის ფარგლებში, მანდატურებმა და ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურმა მუშაკებმა მოსწავლეებთან ბავშვთა უფლებების, ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის, ჯანსაღი ცხოვრების წესის და ტოლერანტობის თემებზე შეხვედრები გამართეს, ჩატარდა ესეების კონკურსი, მოეწყო ნახატებისა და პოსტერების გამოფენა.