პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რამდენიმე საათის წინ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა - 27 წლის ასაკში ფეხბურთელი, ილია კერძევაძე გარდაიცვალა.
ზედმეტსახელად „ბაჯბაჯა“ თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. საქართველოს 16, 17 და 19 წლამდე ნაკრებების კაპიტანმა 21-წლამდე ეროვნულ გუნდშიც ითამაშა.
ადრეულ ასაკში უცხოური კლუბების ინტერესი დაიმსახურა და ტურინის „იუვენტუსში“ გასინჯვებზე იმყოფებოდა. იტალიური კლუბის 19-წლამდელთა გუნდში სამი გოლი გაიტანა. 2015 წელს უკვე სლოვაკეთში, „ზლატე მორავცეში“ ვარჯიშობდა, მაგრამ არც იტალიაში დარჩა და არც – სლოვაკეთში.
საქართველოში უთამაშია რუსთავის „მეტალურგში“, „ზესტაფონი 2“-ში, გორის „დილაში“, „სამტრედიაში“, ქობულეთის „შუქურაში“, „შევარდენში“.
აღსანიშნავია, რომ ილიას მამა, ცნობილი ფეხბურთელი, როინ (დათო) კერძევაძე 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როინ კერძევაძე საქართველოს (სამგზის) და აზერბაიჯანის ჩემპიონი, საქართველოს თასის ორგზის მფლობელი გახლდათ. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე.