მამაკაცმა, რომელიც ცოლთან ერთად შახტში ჩავარდა და გარდაიცვალა, რამდენიმე დღით ადრე გაუმართავი ლიფტის შესახებ დაწერა

ლიფტი

მამაკაცმა, რომელიც გუშინ ლიფტის შახტში ჩავარდა და გარდაიცვალა, რამდენიმე დღის წინ თავად გააზიარა პოსტი დაზიანებული ლიფტის შესახებ.

შემთხვევა, რომლის შესახებაც ინფორმაცია არმენ სარქისოვმა გააზიარა, 7 იანვარს თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მოხდა. ლიფტი ჩავარდნის შედეგად მაშინ 3 ადამიანი დაშავდა.

ცნობისთვის, ლოტკინზე 7 იანვარს ლიფტი ჩავარდა და სამი ადამიანი დაშავდა.

ვაზისუბანში ტრაგიკულად დაღუპული ცოლ-ქმრის ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. დაღუპულებს 4 წლის ბავშვი დარჩათ.

ცოლ-ქმარი, საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა. მათ ვაზისუბანში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ბინა ახალი ნაყიდი ჰქონდათ.

უბედური შემთხვევა დღეს შუადღეს მოხდა. არმენ სარქისოვი ლიფტის შახტში ჩავარდა, მისი მეუღლე, ვოს­კანიანი არმინე კი დახმარებას ცდილობდა რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ორივე მათგანი მოიყოლა.