ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1748721263
გაშვილებული ტყუპი დები, ანო და თაკო სართანიები გადაცემის ,,ნოესთან” სტუმრები იყვნენ. როგორც ანო სართანია საუბრობს, მისი გაშვილების გადაწყვეტილება მამამ მიიღო, დედას კი უთხრეს, რომ მშობიარობისას დაიღუპა.
,,20 ივნისს ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ იმშობიარა და ვიღაცების, უფრო ზუსტად კი მამაჩემის დახმარებით და გადაწყვეტილებით გამაშვილეს. არასდროს ვაპატიებ.
დაწვრილებით დეტალები არავინ იცის. ამბობენ, რომ დედაჩემი მშობიარობის შემდეგ გაითიშა, თუმცა რამდენად მოხდა ასე, საკითხავია. სამი დღე იყო კომაში. სისულელეა, რომ მშობიარობის შემდეგ ეგრევე გაითიშა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ დააძინეს. რომ შევხვდით, მითხრა, რომ ორივეს ტირილი ესმოდა. როგორ მოკვდებოდა ბავშვი მაშინ, როდესაც ტირილი გავიგეო. ჩემი და მეუბნებოდა, დედაზე არ გაბრაზდე, რადგან სანამ ჩვენ გვიპოვიდა, ცოცხალ მკვდარი იყოო”, – საუბრობს ანო სართანია.
ასევე ნახეთ:
“გაქვავდა ქალაქი…” – ჭიათურის N1 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
VIDEO: დავიწყებული ვარსკვლავის ციმციმი - დღემდე უცნობი ფაქტები იური ცინცაძის შესახებ