რატომ აპირებდა „პრაიმ ჰაუსის“ ლაივ შოუს პროტესტის ნიშნად დატოვებას სალომე უშხვანი

სალომე

„პრაიმ ჰაუსის“ შაბათის ლაივ შოუში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ცნობილია, რომ სპეციალურად მოწყობილ ოთახში, სადაც მესამე სეზონის მონაწილე დიასა, სხვა „პრაიმ ჰაუსელებთან“ ერთად ამხნევებდა დარბაზში მყოფებს, სალომე უშხვანიც იმყოფებოდა.

ლაივის მსვლელობის დროს, თამარ ახალკაცმა თაია ჭიჭინაძესთან კამათის დროს, სალომეს მისამართით უწმაწური სიტყვა თქვა, სწორედ ამიტომ, სალომემ გადაწყვიტა, რომ იქაურობა დაუყოვნებლივ დაეტოვებინა. თუმცა, როგორც შემდეგ თავად თქვა, გიორგი დიასამიძეს სცა პატივი და დარჩა.

დიასას პატივისცემით ვარ აქ... ძალიან სამწუხაროა, მეც რომ ქალი ვარ და თამარიც. წარმატებას ვუსურვებ ყველა აუტსაიდერს, გარდა თამარასა“, - მიმართა სალომემ იქ მყოფებს.

ასევე ნახეთ:

„ისევ ოჯახად მიმაჩნიხართ... იმედი მაქვს, ერთ სახლსაც მოიგებთ, რომ ერთად იცხოვროთ...“ - თამარ ახალკაცმა თაია ჭიჭინაძეს მიმართა

„ამას არ ველოდი“ - რა მოხდა „პრაიმ ჰაუსის“ ლაივის დროს, რომელსაც სალომე უშხვანიც ესწრებოდა

ბეგის პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსის“ დატოვების შემდეგ

თამარის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც პროექტში დარჩა