„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
„წერილი თოვლის ბაბუას“ - ეს არის პროექტი, რომელსაც „სიცოცხლე სიკეთისთვის“ 8 წელია ახორციელებს და „პრაიმტაიმი“ არც წელს დაარღვევს ტრადიციას. ჩვენ უკვე მესამედ, ორგანიზაციის დამფუძნებელ სოფი მეიშვილთან ერთად, ვცდილობთ, შეჭირვებული ოჯახების შვილების სურვილები რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს და მათი ოცნებები რეალობად იქცეს.
სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების წერილები ფეისბუკ გვერდზე „სიცოცხლე სიკეთისთვის“ ქვეყნდება და კეთილი ადამიანების მოლოდინშია.
როგორც სოფი ამბობს, ბავშვების ძირითადი სურვილები, სამოსი და საკვები პროდუქტებია.
„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი წერილია, სადაც ჩანს, რომ ბავშვებს შიათ. სურვილები არ აქვთ, უბრალოდ საკვები, სამოსი და სასკოლო ნივთები უნდათ. ახლა ძალიან აქტუალურია, ხვიჩა კვარაცხელიას ფორმა. გუშინ ხვიჩას მივწერეთ და იმედი გვაქვს, გამოგვეხმაურება.
დახმარების მსურველებმა მოძებნეთ ფეისბუკზე გვერდი „სიცოცხლე სიკეთისთვის“, იქ შეარჩეთ წერილი და კომენტარის სახით მიუთითეთ, რომ კონკრეტულად მისი თოვლის ბებო/ბაბუ იქნებით. ყველა ინფორმაცია მითითებულია“ - ამბობს ორგანიზაციის დამფუძნებელი.
გთავაზობთ რამდენიმე წერილს ჯგუფიდან ↓