„მალე შენთან მოვალ... მაცალე...“ - პატარა ანიტას ბებია ემოციურ ლექსს აქვეყნებს

ანიტა

პატარა ანიტა დღეს 5 წლის გახდებოდა. მისი ბებია, თამუნა გლურჯიძე სოციალურ ქსელში ემოციურ ლექსს აქვეყნებს. 

„დღეს ანიტა ხუთი წლის უნდა გამხდარიყო  

სამი წლის ვეღარასდროს გახდება,
მისთვის ვერაფერი ახდება,
წინ აღარაფერი დახვდება,
თავად მოგონება გახდება.

ორი წელი ვის ყოფნის, არ ეყო,
ორ წელში სამყარო დაემხო,
მძიმე სენს სიკვდილი დაერთო,
გაერთო ბოროტი, გაერთო.

და ამ სამყაროში გრძელდება
სიცოცხლე, დასჯით რომ ვერ ძღება,
დრო? დრო არავისთვის ჩერდება,
მავანს კი უმართლებს, ბერდება.

რა ვუყო, ამ ტკივილს რა ვუყო?
ამ ტკივილს ვერავის გავუყოფ,
მოციცქნულს ვერავინ გაუგო,
გასწირა და მახე დაუგო.

პატარა, ლამაზი, უმწეო,
განგებამ დატოვა უმზეოდ,
გეყოფა, დღის შუქს ნუ უმზერო,
აკადრა ცხოვრებამ უზნეომ.

ვიცი, მონატრებით დავღალე,ვხვდები, რომ ვერ ვუშვებ, ვაწვალებ, გრძნობა ვერაფრით ვერ დავცალე, მალე შენთან მოვალ... მაცალე..“, - წერს ანიტას ბებია.