გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
მომღერალმა მარკუს მეტრეველმა ოთხწლიან ფარულ რომანს ფარდა ახადა. მისი რჩეული დალი ხაბულიანია, რომელიც პოლიტიკური საქმიანობითაა დაკავებული, ერთ-ერთი პარტიის წევრი გახლავთ.
მარკუსი ,,სარკეს” უამბობს, მან და დალიმ ამ 4 წლის განმავლობაში ბევრი წინააღმდეგობა და სირთულე დაძლიეს. სწორედ ამ სიყვარულმა უბიძგა წყვილს, რომ მყუდრო ბუდე ქალაქგარეთ მოეწყო. კახეთში სახლი ააშენეს და ასე გახდა მარკუსი ბოდბისხეველი.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
– ჩვენ ფაქტობრივად 4 წელია ერთად ვართ. რატომღაც ხალხმა ჩათვალა, რომ ხელი მოვაწერეთ, დავქორწინდით, მაგრამ ასე არ არის. ოფიციალურად დაქორწინებულები არ ვართ, მაგრამ ერთად ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ თავს. ქორწინების ფურცელი ჩემთვის და ჩემი რჩეულისთვის უმნიშვნელოა, თუმცა ალბათ ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ, რადგან ჩვენ ბევრი რამე გამოვიარეთ ამ ხნის განმავლობაში, იყო აღმართებიც და დაღმართებიც. მოგეხსენებათ, როგორ საზოგადოებაში ვცხოვრობთ.
– რატომ დაგჭირდათ 4 წელი ამ რომანის გასაიდუმლოება?
– ჩვენს საზოგადოებაში დიდი რაოდენობით არის დაგროვილი ნეგატივი და ბოღმა. ეს ყველაფერი კი ჩემს შინაგან მდგომარეობაზე მოქმედებს. მეორე მხრივ, ჩავთვალე, რომ ეს პერიოდი ზედმეტი ყურადღების გარეშე ისევ და ისევ უკეთესი იქნებოდა ჩვენი ურთიერთობისთვის.
– როგორ დაიწყო 4 წლის წინ ეს ამბავი? ამბობენ, რომ თქვენი რჩეული ქალთა კოლონიაში გაიცანით.
– ჩვენი ურთიერთობა ძალიან უჩვეულო გარემოში დაიწყო. პოეტმა ნანა ცინცაძემ ქალთა კოლონიაში გააკეთა საღამო, სადაც მეც ვიყავი მიწვეული. ნანას თან ახლდა თავისი მეგობარი დალი ხაბულიანი.
– ანუ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თქვენ მსჯავრდებული შეგიყვარდათ, მცდარია?
– დალი იმ საღამოს ისეთივე სტუმარი იყო, როგორიც მე. ძალიან მაინტერესებს, ვის მოუვიდა თავში ასეთი რამის გავრცელება ან თუნდაც ასე ყოფილიყო, რა არის ამაში ცუდი?! უბრალოდ, ჩვენ ერთმანეთი გავიცანით ციხეში.