„მაგთიკომი“ განცხადებას ავრცელებს

მაგთიკომი

შპს „მაგთიკომმა" დამოუკიდებელ ორგანოს - სსიპ „ანტიკორუფციულ ბიუროს" ოფიციალური წერილით 2024 წლის 29 იანვარს მიმართა.

კახა ბექაურმა ვერ მოითმინა და „ანტიკორუფციული ბიუროს" მოკვლევის პასუხს დაასწრო, რითაც ის საკუთარი შეფასებებით ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს „ანტიკორუფციული ბიუროს“ მიერ საკითხის ობიექტურად შესწავლაზე. შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროს მოკვლევის დამთავრებამდე ბრალდებების შერაცხვა „აბსურდულად" მხოლოდ ბატონი ბექაურის სურვილია და არა რეალობა, - განცხადებას ამის შესახებ კომპანია „მაგთიკომი“ ავრცელებს.

„ღიმილისმომგვრელია ბატონი ბექაურის მიდგომა, რომლითაც ის საკუთარ თავს სრულად აიგივებს დამოუკიდებელ კოლეგიალურ ორგანოსთან - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან. მაგთიკომის განცხადება ეხებოდა პირადად ბატონი ბექაურის ქმედებების შესწავლას და არა მარეგულირებელ კომისიას.

ბატონი ბექაურის სხვა ქმედებების შესახებ საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

VIDEO: „სტეფანე როგორც ყოველთვის, სუპერია“ - სტეფანეს და „ცვალებადი ნიშნების“ სიმღერა სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

3 კითხვა, რომელიც საყვარელ ადამიანს ყოველ დღე უნდა დაუსვათ, თუ გინდათ რომ არასოდეს დაშორდეთ

VIDEO: „შეხვედრამდე დაგვრჩა 10 დღე“ - ორსული თათია თექთურმანიძე უსაყვარლეს კადრებს აზიარებს

„ზღვიდან ქვებისა და ნიჟარების სახლში წამოღება არ შეიძლება, სიკვდილი იცის“ - ტაროლოგი