ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1795427076
ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ოჯახი ადასტურებს.
კაცმა აფეთქების შედეგად სხეულის 87%-იანი თერმული დამწვრობა მიიღო. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში, ხუთსართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბინაში დაგროვილი გაზი მაშინ აფეთქდა, როდესაც კაცმა გამათბობლის ჩართვა სცადა.